Tuesday, December 9, 2014

მე-8 დღე
რეფლექსია;
დაწვრილებით გავიარეთ პროექტის შაბლონი. კიდევ ერთხელ გავწერეთ აქტივობები. ასევე შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი. კიდევ ერთხელ გადავხედეთპროექტის მოკლე შინაარსს და დავასრულეთ პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობა.


Sunday, December 7, 2014

მე-7 დღე
რეფლექსია:
გავაზიარეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია ტრენერთან, შემდეგ გავაკეთეთ პრეზენტაციები. მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი. მოსწავლეთა საჭიროების განსასაზღვრავად გავაკეთეთ ონლაინ ტესტები GOOGLE.DRIVE-ს საშუალებით. განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები, გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის ჩვენი ჩეკლისტები.

Saturday, December 6, 2014

მე6 დღე
რეფლექსია:
ვნახეთ შეფასების სხვადასხვა ფორმები. შევარჩიეთ კონკრეტული შეფასების ფორმები ჩვენი პროექტისათვის.გავუკეთეთ ადაპტირება. შემდეგ განვიხილეთ II მოდულის აქტივობაV სასწავლო პროექტის პრეზენტაციის მომზადება. ვნახეთ სასწავლო პროექტის პრეზენტაციის ნიმუშები. გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.


Friday, December 5, 2014

მე-5 დღე
რეფლექსია:
გავწერეთ მიზნები ჩვენი პროექტისათვის, მიმართულების მიმცემი კითხვები ჩავწერეთ GOOGLE.DRIVE-ში, გავუზიარეთდა დავუკომენტარეთერთმანეთს. განვიხილეთ 11 მოდულის 111 აქტივობა. შეფასების სხვადასხვა მეთოდების განსაზღვრა. ვისაუბრეთშეფასების სხვადასხვა მეთოდებზე. განვიხილეთ შეფასების 5 სტრატეგია. შევარჩიეთ მეთოდები და ინსტრუმენტები ჩვენი პროექტისათვის და შევიტანეთ პროექტის შაბლონში.


Wednesday, December 3, 2014

ტრენინგის მე-3 დღე:

რეფლექსია:
ვნახეთ დოკუმენტი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, ვისაუბრეთ სტანდარტების მნიშვნელობაზე, მოვძებნეთ ე.ს.გ. ჩვენი პროექტისათვის შევარჩიეთ სტანდარტები და ჩავსვით პროექტის გეგმაში. ვისაუბრეთ მიზნებზე, განვასხვავეთ ბუნდოვანი და სპეციფიკური მიზნები, გავეცანით ბლუმის განახლებული ტაქსონომიის დოკუმენტს. გავეცანით მიმართულების მიმცემ კითხვებს და ვივარჯიშეთ მიმართულების მიმცემი კითხვების დასმაში. საშინაო დავალებად მოცემული გვაქვს მოვიფიქროთ ჩვენი პროექტიდან გამომდინარე ტემატური, ზოგადი და შინაარსობრივი კითხვები.

Monday, December 1, 2014

მე–2 დღე                                                                                                                                                     რეფლექსია:                                                                                                                                                    დავიწყეთ პუბლიკაციაზე მუშაობა. სახელმძღვანელოში განვიხილეთ 1–ლი  მოდულის 1V აქტივობა პუბლიკაციის მომზადება. დავათვალიერეთ ნიმუშები, შემდეგ წყვილებში გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პუბლიკაციები. შესრულებული სამუშაო ნაწილობრივ გადავიტანეთ ბროშურის შაბლონებში,შემდეგ განვიხილეთ google.drive. ვის–წავლეთ ფაილების და ფოლდერების ატვირთვადა გაზიარება. ბუკლეტზე მუშაობას გავაგრძელებთ სახლში. 

Saturday, November 29, 2014

პირველი დღე

რეფლექსია: დღეს, 29 ნოემბერს მე–20 საჯარო სკოლაში დავიწყეთ ინტელის ძირითადი კურსის შესწავლა. ტრენინგის 1ლი დღე იყო მეტად საინტერესო. განვიხილეთ ინტელის სახელმძღვანელო,ინტელის კურსის მიზნები, მოლოდინები, ვნახეთ შაბლონი, ვისაუბრეთ პროექტებით სწავლების დადებით მხარეებზე, მოვახდინეთ იდეების გენერირება, ვნახეთ ინტელის სასწავლო გეგმის შაბლონი და ვნახეთ მზა პროექტები. ხათუნასთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა.